საუდის არაბეთის ხელისუფლების გდაწყვეტილებით საუდის არაბეთში ქალბატონები გაყრის შესახებ ცნობას მოკლე ტქსტური შეტყობინებით მიიღებენ. ეს წესი ე.წ. საიდუმლო განქორწინებების პრაქტიკას დაუსვამს წერტილს, როცა კაცს ამ გადაწყვეტილების, მიღება მეორე ნახევრის საქმის კურსში ჩაუყენებლად, ერთპიროვნულად შეეძლო. ამჯერად ქალები უკვე ინფორმირებულები იქნებიან და ალიმენტის უფლებით სარგებლობაც შეეძლებათ.
ეს წესი პრინც მუჰამედ ბინ სალმანის რეფორმების ფარგლებში ამოქმედდება. გასულ წელს ქალებს ავტომობილის მართვის უფლება მისცეს. ამას გარდა, მათ ფეხბურთის მატჩებზე დასწრებაც უკვე შეუძლიათ. თუმცა, კიდევ ბევრი რამ არის ისეთი, რასაც სამეფოში ქალები მეურვე კაცის თანხმობის გარეშე ვერ აკეთებენ. მაგალითად, ვერ იღებენ პასპორტს, ვერ მიდიან საზღვარგარეთ, ვერ ხსნიან საბანკო ანგარიშს დავერ იკეთებენ გეგმურ ოპერაციას.