კორონავირუსის ახალი შტამი, რომელმაც ცალკეულ ქვეყნებში ახალი შეზღუდვების დაწესება გამოიწვია, შეანელებს ამ ქვეყნებში ეკონომიკის აღდგენის პროცესს. ამის შესახებ საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა „ოპეკ+“ ქვეყნების მინისტრების ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალ შტამს, შესაძლოა, ჰქონდეს არაპროგნოზირებადი განვითარება.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაქცინის შექმნა გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რათა მოხდეს მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა და ნავთობზე მოთხოვნის ზრდა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსოფლიოში ნავთობზე არსებული მოთხოვნა იმაზე დაბალია, ვიდრე წლის დასაწყისში იყო.