საუდის არაბეთში აქლემებისთვის მსოფლიოში პირველი სასტუმრო გაიხსნა. The National News-ის ცნობით, სასტუმრო Tetaman-ი (იყავი დარწმუნებული) მხოლოდ აქლემების მომსახურება-მოვლისთვის არის განკუთვნილი.
მასში 120 ნომერია, რომლებშიც აქლემებისთვის ყველანაირი სერვისი არის უზრუნველყოფილი. სასტუმროში 50-ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული. პერსონალი ნომრების მომსახურებითა და შინაური ცხოველების მოვლა-დაცვით არის დაკავებული.
სასტუმრო აქლემებისთვის ხუთვარსკვლავიან მომსახურებას ეწევა, რაშიც მათი გამოკვება, ცხელი რძის მიწოდება, საჯინიბოებში სისუფთავისა და სითბოს უზრუნველყოფა შედის. სასტუმროში ერთი ღამით გაჩერება, დაახლოებით, 400 საუდის რიალი ანუ 107 დოლარი ღირს.
სასტუმრო Tetaman მეფე აბდულ აზიზის აქლემების მეექვსე ფესტივალზე გაიხსნა. ეს ღონისძიება საუდის არაბეთის ბედუინების ტრადიციებსა და მემკვიდრეობაში აქლემების როლის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.