იემენში მიმდინარე რელიგიურ-სამოქალაქო ომის მონაწილე მხარემ, შიიტური ისლამის მიმდევარმა ჰუსიტებმა, რაკეტა საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, სახელმწიფოს საზღვრიდან 200 კილომეტრით დაშორებულ სამოქალაქო აეროპორტ აბხას ესროლეს.
"როიტერსის" ინფორმაციით, დაშავებულია 26 ადამიანი, მათ შორის სამი ქალი და ორი ბავშვია. ამასთანავე დაშავებული 8 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთი იმ სამხედრო ალიანსის ლიდერია, რომელიც იემენში მიმდინარე კონფლიქტში მხარს სუნიტების ალიანსს უჭერს. ალიანსის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მკაცრ პასუხს გასცემენ სამოქალაქო აეროპორტზე თავმდამსხმელებს.