საუდის არაბეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათ კორუფციაში მხილებული პირებისგან 107 მილიარდი დოლარი მიიღეს.კორუფციასთან ბრძოლის კომისია, რომლის სათავეშიც საუდის პრინცი დგას, აცხადებს, რომ 87 პირისგან თანხა მიღებულია როგორც ფულადი სახით, ასევე მათი უძრავი ქონების, კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების ჩამორთმევით. თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, სრულად არის თუ არა ეს თანხა ამოღებული. პრინცმა განაცხადა, რომ ოქტომბერში ქვეყანამ 35 მილიარდი დაიბრუნა და დანარჩენის დასაბრუნებლად მათ დაახლოებით 2 წელი სჭირდებოდათ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კორუფციის ბრალდებით, საუდის არაბეთში რამდენიმე ათეული პირია დაკავებული.