აჭარაში, შეკერილი სპორტული ფორმით საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბ "ალ ჰილალი"-ს ფეხბურთელები იმოსებიან. კლუბის მაისურებს წარწერა "დამზადებულია საქართველოში" აქვს დატანებული. სპორტული ფორმები კომპანია "აჭარა ტექსტილის" სამკერვალო ფაბრიკაშია დამზადებული. არაბული კლუბის გარდა, "აჭარა ტექსტილი" სპორტული ფორმებით მსოფლიო მასშტაბით 33 სპორტულ გუნდს ამარაგებს, მათ შორის იტალიის ნაკრებს, დორტმუნდის "ბორუსიასა" და ლონდონის "არსენალს". კომპანიის ფაბრიკები ამ ეტაპზე ქობულეთსა და ბათუმში მდებარეობს, თუმცა, მიმდინარეობს კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა ფოთში. "აჭარა ტექსტილი", ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: ნაიკი, პუმა, ლოტო და ერიმა.