საუდის არაბეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რესტორნები აღარ იქნებიან ვალდებულები, ქალებისა და მამაკაცებისთვის სხვადასხვა შესასვლელი ჰქონდეთ. აქამდე ქვეყნის ყველა რესტორანს ორი შესასვლელი ჰქონდა: ერთით ოჯახები და ქალები სარგებლობდნენ, მეორეთი კი - მამაკაცები. ახალი რეგულაციის თანახმად კი ცალ-ცალკე შესასვლელი სავალდებულო აღარაა და მხოლოდ რესტორნების ნება-სურვილზეა დამოკიდებული.
საუდის არაბეთში ქალთა უფლებებზე ზრუნვა პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა დაიწყო. ქალებს მანქანის მართვისა და დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება მისცეს. მუჰამედ ბენ სალმანის რეფორმებს საერთაშორისო საზოგადოება მიესალმება, თუმცა ქვეყნის შიგნით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.