საუდის არაბეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რესტორნები აღარ იქნებიან ვალდებულები, ქალებისა და მამაკაცებისთვის სხვადასხვა შესასვლელი ჰქონდეთ.
საუდის არაბეთში ქალთა უფლებებზე ზრუნვა პრინცმა მუჰამედ ბენ სალმანმა დაიწყო. ქალებს მანქანის მართვისა და დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება მისცეს. მუჰამედ ბენ სალმანის რეფორმებს საერთაშორისო საზოგადოება მიესალმება, თუმცა ქვეყნის შიგნით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.