საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი "მანჩესტერის" 3.8 მილიონ ფუნტად შეძენას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით ბინ სალმანს "მანიუს" ყიდვა ახალი სეზონის დაწყებამდე სურს. თუ მხარეები შეთანხმდნენ, "იუნაიტედის" ამჟამინდელი მფლობელები, ამერიკელი ბიზნესმენები გლეიზერები 2.2 მილიარდ ფუნტს მოიგებენ. მანკუნიანური გუნდი 26 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზეა და ლიდერ "ლივერპულს" 14 ქულით ჩამორჩება.