საუდის არაბეთი წითელ ზღვაზე საკუთარ კურორტებს ტურისტებისთვის 2022 წელს გახსნის. იმ დროისთვის ქვეყანა წელიწადში 100 მილიონი ტურისტის მოზიდვას აპირებს. ამის შესახებ საუდის არაბეთის წითელი ზღვის განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ერ რიადში მიმდინარე ფორუმზე Future Investment Initiative-ზე განაცხადა.
ჯამში, დაგეგმილია 22 კუნძულზე 50 სასტუმროს და კონტინენტზე - 6 სასტუმროს აშენება, ასევე საერთაშორისო აეროპორტისა და სპეციალურად პერსონალისთვის ქალაქის მშენებლობა, რომელიც 35 ათას მცხოვრებზე იქნება გათვლილი.
ცნობისთვის, წითელი ზღვის სანაპირო ზოლი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე 2 ათას კილომეტრზეა გადაჭიმული, მისი აკვატორია 90 დაუსახლებელ კუნძულსაც მოიცავს, ხოლო ლაგუნების საერთო ფართობი 36 ათასი კვადრატული კილომეტრია.