15:03
23 სექტემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Saudi Aramco მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს ყიდულობს
14-08-2019

Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია Saudi Aramco მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს ყიდულობს.
აღსანიშნავია, რომ ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი Jamnagar, რომლის შეძენასაც Saudi Aramco აპირებს, ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და  მსოფლიოში არსებული ნავთობის აქციების 20%-ს ფლობს. კომპლექსი 75 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ამ ეტაპზე ქარხანას კომპანია Reliance Industries ფლობს და ყოველდღიურად 1 მილიონ 200 ათას ბარელ საწვავს გადაამუშავებს. საუდის არაბეთს ქარხნის შეძენის შემდეგ 2030 წლისთვის დღეში 10 მილიონი ბარელის საწვავის გადამუშავება აქვს დაგეგმილი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები