საუდის არაბეთის სანავთობო კომპანია Saudi Aramco ქვეყნის უმსხვილესი ბუნებრივი აირის საბადოს „ჯაფურას“ დამუშავებას იწყებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, აქ 56 მილიარდ 600 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგია.
„Saudi Aramco-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იასირ ოტმან ალ რუმაიანი აცხადებს, რომ „ჯაფურას“ დამუშავება კომპანიის პოზიციებს გლობალური ენერგეტიკის სექტორში გაამყარებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, Saudi Aramco დამუშავებას 2024 წელს შეუდგება, ხოლო 2036 წლისთვის აქ ბუნებრივი აირის მოპოვება დღიურ 62 მილიონ კუბურ მეტრს მიაღწევს.