ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანთან სატვირთო მატარებელი 60 წელს გადაცილებულ მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარი ფაქტის გამო რკინიგზის სუფსის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელი რამდენიმე წუთით შეაყოვნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.