სატვირთო ავტომობილს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა - Palitra News

სატვირთო ავტომობილს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა

2018-10-13 20:53:00+04:00

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც სალომე ზურაბიშვილის შტაბის განცხადებაშია ნათქვამი, სატვირთო ავტომობილი ახორციელებდა „საქართველოს ფოსტის“ ტვირთის გადაზიდვას თურქეთის რესპუბლიკიდან თბილისში, ლილოს ტერმინალის მიმართულებით. სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სააგიტაციო ნივთებით, კერძოდ - სარეკლამო მაისურებით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.