სატვირთო ავტომობილების მძღოლთა ნაწილი 20 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროსთან მივა და მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს - Palitra News

სატვირთო ავტომობილების მძღოლთა ნაწილი 20 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროსთან მივა და მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს

2018-09-19 22:11:58+04:00

ფინანსთა მინისტრი ტრაილერის მძღოლებს ხორბლის იმპორტთან დაკავშირებული პრობლემის ერთობლივად გადასაჭრელად სამთვიან ვადას სთავაზობს. ფინანსთა სამინისტროში უწყების ხელმძღვანელ ივანე მაჭავარიანსა და ტრაილერების გაფიცულ მძღოლთა ნაწილს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მძღოლები უკმაყოფილებას არ მალავენ. თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა მათ სამთვიანი ვადა შესთავაზა, რომ ჩატარდეს ერთობლივი მუშაობა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც საქართველოში ტრაილერებით ხორბლის იმპორტს შეეხება.