სატვირთო ავტომობილების მძღოლებთან დაკავშირებით საქართველოში შემოსვლის წესები შეიცვალა - Palitra News

სატვირთო ავტომობილების მძღოლებთან დაკავშირებით საქართველოში შემოსვლის წესები შეიცვალა

2020-03-19 12:08:45+04:00

სატვირთო ავტომობილების მძღოლებთან დაკავშირებით საქართველოში შემოსვლის წესები შეიცვალა.

კერძოდ, სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლს, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საზღვარზე მოსვლამდე მართავდა, ქვეყანაში შემოსვლის უფლება აღარ ეძლევა და ის საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე სხვა პირით იცვლება, ასევე, საბაჟო-გამშვებ პუნქტზევე, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინი ან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებაცაა გათვალისწინებული.

რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული მიზნით იმყოფება, ის სავალდებულო გაცილებას ექვემდებარება. სატთვირთოს გაცილებას საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ახალი წესების თანახმად, საქართველოში იმპორტის მიზნით შემოსულ სატვირთოს უტარდება დეზინფექცია.