მოქალაქე ელიზა მჟავანაძემ ambebi.ge-ის მიაწოდა სათვალთვალო კამერის კადრები, სადაც, მისი მტკიცებით, ჩანს, როგორ ძარცვავს მაღაზიას ორი ახალგაზრდა. როგორც მოქალაქე ამბობს, მაღაზია ბათუმში ზვიად გამსახურდიას 18 ნომერში მდებარეობს და მის საკუთრებაშია. როგორც "პალიტრანიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმე აღძრულია 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. დადგენილია, სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. "პალიტრანიუსი" დაზარალებულ ელზა მჟავანაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება.