დაცვის თანამშრომელს, რომელმაც, გამოძიების მონაცემებით, რუსეთის ქალაქ კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში ხანძრის შესახებ შეტყობინების სისტემა გათიშა, შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" სისხლის სამართლის სპეციალისტმა ალექსეი სინიცინმა განუცხადა.ახლა გამოძიება დაცვის კერძო კომპანიის ამ თანამშრომლის დაკავებაზე მუშაობს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, ხანძრის შესახებ სიგნალის მიღების შემდეგ დაცვის თანამშრომელმა შეტყობინების სისტემა გამორთო. მისი მოტივი უცნობია.
იხილთ:
კემეროვოში სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა