სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ფოთში მომხდარი აფეთქების მომენტი ჩანს - ინციდენტისას დაიღუპა 1, დაშავდა 3 ადამიანი - Palitra News

სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ფოთში მომხდარი აფეთქების მომენტი ჩანს - ინციდენტისას დაიღუპა 1, დაშავდა 3 ადამიანი

2018-09-05 11:02:07+04:00

ფოთში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმების ინფორმაციით, დაშავებულები ფოთის, ზუგდიდის და ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.რა მოწყომობილობის აფეთქებაზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე არძრულია - 236-ე და 124-ე მუხლებით. 236-ე მუხლი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, 124-ე მუხლი კი, ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

იხილეთ:

კადრები შემთხვევის ადგილიდან: ფოთში ძლიერი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა