თბილისში, პეკინის 11 ნომერში მდებარე "აიპლუსის" მაღაზია გაძარცვეს. აღნიშნული ინფორმაცია "პალიტრანიუსის" "აიპლუსიდან" აცნობეს. როგორც მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მძარცველებმა მაღაზიის წინა ფასადი ჩაამტვრიეს და მაღაზიის ვიტრინაში მდებარე ძვირად ღირებული მობილური ტელეფონები წაიღეს. სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების მიხედვით, მძარცველები სავარაუდოდ, არასრულწლოვნები იყვნენ.ამ წუთებში ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ მოხდა სხვა ტექნიკის მაღაზიების ძარცვაც.შეგახსენებთ, რომ "აიპლუსის" მაღაზია რამდენიმე თვის წინაც გაქურდეს.