საწვავის ხარისხის კონტროლის მიზნით, ნოემბერში საქართველოში არსებული 80 ბენზინგასამართი სადგური შემოწმდება. აღსანიშნავია, რომ შემოწმება წინასწარი გაფრთხილების გარეშე განხორციელდება და მის ფარგლებში დაახლოებით 240-მდე სინჯის აღება მოხდება. ავტოგასამართი სადგურები, სადაც საწვავის ხარისხი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში არ იქნება, 8 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ნორმა არაუმეტეს 50 მილიგრამი იქნება, მაშინ როცა მოქმედი რედაქციით, 100 მილიგრამია დასაშვები. მიუხედავად ამისა, მთავრობა დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვარის კიდევ უფრო დაწევას გეგმავს. მსგავსი დადგენილების პროექტი უკვე მომზადებულია და მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება.