საქართველოში საწვავის იმპორტი ისევ იზრდება.
კერძოდ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 854,5 ათასი ტონა, რაც 47 ათასი ტონით ანუ 5,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 75,1 ათასი ტონით ანუ 9,6%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან, რაც მთელი იმპორტის 22,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი, რუსეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და სხვა.