2019 წლის აპრილში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 86 ათას 300 ტონა შეადგინა, რაც 16 ათას 700 ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა 40 ათას 700 ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 45 ათას 600 ტონა შეადგინა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 318 ათას 900 ტონა შეადგინა, რაც 10 ათას 900 ტონით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა 175 ათას 600 ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 143 ათას 300 ტონა შეადგინა.
ქვეყნების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა 100 ათას 600 ტონა განხორციელდა რუსეთიდან, რაც მთელი იმპორტის 31,5%-ს შეადგენს. მას მოსდევს რუმინეთი, საიდანაც 86 ათასი ტონა საწვავის იმპორტი განხორციელდა, მე-3 ადგილზე კი აზერბაიჯანია - 61 ათას 900 ტონით. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი - 32 ათას 200 ტონით; თურქმენეთი - 24 ათას 300 ტონით და საბერძნეთი - 13 ათას 400 ტონით.