მიმდინარე ეტაპზე საწვავის ფასი 1 ლიტრზე საშუალოდ 5-7 თეთრით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. მათივე ცნობით, საწვავის ფასის შემცირება მომავალშიც გაგრძელდება. კავშირის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გლობალურ ბაზრებზე შემცირებულია როგორც ნავთობის, ისე ნავთობპროდუქტების ფასი.
შესაბამისად, ამ ტენდენციების ასახვა, დროის გარკვეულ პერიოდში, საქართველოს საცალო ქსელზეც აუცილებლად მოხდება.