ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის, ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდა. მისი თქმით, ფასის კლების მიზეზი, პირველ რიგში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების კლებაა. ასევე ამ პროცესს ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი სტაბილურობა.ნავთობიმპორტიორთა კავშირი 2018 წლის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს. სადაც ბიზნესისთვის ორ მთავარ გამოწვევაზე საუბრობს: ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ძირითადი პრობლემა ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზეარასტაბილური და არაერთგვაროვანი საერთაშორისო ფასები იყო. მეორე მთავარ გამოწვევად კი მთვრალაშვილი არასტაბილური ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს ასახელებს