"ახალაგზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" კვლევით, საწვავის ფასები საქართველოში იმაზე ადრე და მეტად გაიზარდა, ვიდრე ამის მიზეზი საერთაშორისო ბაზრებმა შექმნეს. აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტის, პაატა ბაიარხტარის თქმით, ადგილობრივ ბაზარზე, საწვავის ფასებთან დაკავშირებული მოვლენები, სრულად აცდენილია საერთაშორისო სტანდარტებს. მისივე თქმით, ერთი ლიტრი საწვავის ღირებულება, დღეის მდგომარეობით კომპანიებისთვის, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 1.74 ლარს არ აღემატება.