ბოლო 3 თვეში საწვავის ფასები საქართველოში საშუალოდ 10-12 თეთრით შემცირდა, თუმცა ექსპერტების შეფასებით შესაძლებელია საწვავის ფასი 50 თეთრით ნაკლებიც ღირდეს. ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ვიცე პრეზიტენტის თქმით, აღნიშნული გარემოება ბაზარზე არაკონკურენტულმა გარემომ შექმნა, რითიც კომპანიები სარგებლობენ და საწვავის ფასს საკუთარი სურვილის შესაბამისად ადგენენ.