საწვავი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 10-15 თეთრით გაძვირდა. კერძოდ, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე დღეს მოქმედი მაქსიმალური ფასებია: 1 ლიტრი ევრო-რეგულარი - 2.44 ლარი, პრემიუმი - 2.54 ლარი, სუპერი - 2.64 ლარი, დიზელი - 2.64 ლარი.საწვავის გაძვირებას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ორ ძირითად ფაქტორს უკავშირებს. ვანო მთვარელაშვილის თქმით საწვავზე ფასის მატების მიზეზი Platts-ის მიხედვით საერთაშორისო ფასების ზრდა და ლარის კურის გაუფასუყრებაა.