თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა გაუმჯობესდა. რაც შეეხება თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციებს, მათი რაოდენობის ზრდა მცირედით შენელდა.
კერძოდ, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2022 წლის 1-27 ივნისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა გაუმჯობესდა და 2021 წელთან შედარებით, -3%-ს გაუტოლდა.თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა კი 1-24 ივნისის პერიოდში, მცირედით შენელდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11% გაუტოლდა.