ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ნაპოვნი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის პედიატრის განცხადებით, ჩვილს კლინიკაში შეყვანისას დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, ჩაუტარდა კვლევები. ექიმის თქმით, ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პატარა ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.