საცხოვრებელი კორპუსიდან კიდევ ერთი არასრულწლოვანი გადმოვარდა. ამჯერად შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, მოზარდი ამ წუთებში ექიმებს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაჰყავთ.შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები უკვე მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო სამ დღეში, მაღალსართულიანი შენობიდან არასრულწლოვნის გადმოვარდნის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.