საცხოვრებელ სახლებში გაზის გაჟონვის დაფიქსირების მიზნით, დეტექტორების დამონტაჟება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სხვა ცვლილებებთან ერთად იგეგმება მომხმარებლებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებაც. ირინა მილორავას განმარტებით, თვითნებურად და არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლების გამო გათვალისწინებული იქნება ჯარიმებიც. მისივე ინფორმაციით, მომხმარებელი ჯარიმას გადაიხდის არა კომპანიის, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.