საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - Palitra News

საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

2018-11-20 12:01:26+04:00

ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ხოლო დანარჩენ 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან მკურნალობას.ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა. პაციენტები ერთი ოჯახის წევრები არიან, რომლებმაც დამწვრობა სახლში, სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგად მიიღეს. ყველა მათგანი, სხეულის მძიმე დამწვრობით, ხობიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გუშინ გადმოიყვანეს