ბრიტანეთის პატერსონის ინსტიტუტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთ სიმსივნურ უჯრედში არსებული მოლეკულა, რომელიც ამ უჯრედების მთელ ორგანიზმში გადაადგილებას უზრუნველყოფს, ემბრიონულ ღეროვან უჯრედებშიც გამომუშავდება. სწორედ ეს მოლეკულა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა სიმსივნურ უჯრედებს ვერ პოულობს და მათ სისხლითა და ლიმფით გავრცელების საშუალებას აძლევს, ასევე ხელშეუხებელია იმუნური სისტემისათვის ღეროვანი უჯრედებიც.საყურადღებოა ისიც, რომ მოლეკულის ბაზაზე შექმნილმა საცდელმა ვაქცინამ გამოცდა წარმატებით გაიარა. ახლა მეცნიერები მუშაობენ ახალ პრეპარატზე, რომლის კოდური სახელწოდებაა “Magic Bullet” (ჯადოსნური ტყვია). ის-0:06 ორგანიზმში შერჩევით გაანადგურებს მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს.მეცნიერებს იმის იმედიც აქვთ, ჯადოსნური ტყვიის მეშვეობით ორგანიზმში განუვითარებელი ღეროვანი უჯრედების პოვნასაც შეძლებენ.