საწარმოებს შესაძლოა, ბუნებრივი აირის მოხმარებაზე ლიმიტი დაუწესდეთ. ამის შესახებ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია საუბარი. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, მნიშვნელოვანია საწარმო-სამრეწველო ობიექტებისთვის მოხმარებითი ლიმიტის დაწესება და ლიმიტის გადაჭარბებისთვის შესაბამისი სატარიფო სანქციების განსაზღვრა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გენგეგმის ერთ-ერთი რეკომენდაცია სამრეწველო საწარმოებისთვის წყლის ხარჯვის ლიმიტის დაწესებაცაა. კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიზანშეწონილია რომ ყველა სამრეწველო საწარმოსთვის სასმელ-სამეურნეო წყლის ხარჯვის ლიმიტი და ლიმიტის ზევით დახარჯული წყლის ყოველ ერთეულზე საჯარიმო სანქციები დაწესდეს.