საწარმო, რომლის მეწილეც სახელმწიფოა, გაკოტრებულად გამოცხადდა და რეგისტრაცია გაუუქმდა. კერძოდ, საუბარია, შპს (შეპესე) „საქართველოს მარკაზე“, რომლის 51%-იც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო. საწარმოს გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო. კერძოდ, განჩინების თანახმად, „საქართველოს მარკის“ მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, კომპანია გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.რეესტრის საბოლოო მონაცემებით, სახელმწიფოს გარდა საწარმოს დანარჩენი მეწილეები იყვნენ: ხადიჯა ჯაიანი (16%); ვლადიმერ ბალასანიანი (7%); ბაადურ ქობლიანიძე (8%); ბიჭიკო ბრეგვაძე (12%) და ლიანა აბესაძე (6%).