საცალო სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დიდი სავაჭრო მოლების მიმართვას უერთდებიან და ითხოვენ, რომ პრემიერ მინისტრთან, ეპიდემიოლოგებთან და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც რითეილერები აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ მთავარობა მათ არ შეხვდება, კომპანიებში დასაქმებული 25 000 მდე თანაშრომლისთვის ხელფასის გადახდა გაუჭირდებათ.
ამასთან, რითეილერები ითხოვენ, რომ შემცირდეს შეზღუდვების პერიოდი და მოლები ნაცვლად 24 დეკემბრისა, 15 დეკემბერს გაიხხნას, რადგან უფრო მარტივად შეძლონ მაღაზიებში მომხმარებლის ნაკადის კონტროლი.