დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.კანონის აღსრულების მიზნით, პატრულ-ინსპექტორებმა შესაბამისი გადამზადება გაიარეს. ამასთან, ისინი გერმანული ნარკოტესტერებით აღჭურვეს, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით დააადგენს. ნარკოტიკულ სიმთვრალეზე მძღოლის ნარკოტესტერით გადამოწმების შემდეგ, დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირის შემოწმება დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში მოხდება.