მეტროსადგურ "დიდუბეში" მომხდარი უბედური შემთხვევის გამო შეფერხებულია თბილისის მეტროს პირველი ხაზის მოძრაობა. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს. ამ მომენტისათვის მატარებელი გადაადგილდება სადგურის მოედანი - ვარკეთილის მიმართულებით, ხოლო საბურთალოს ხაზი მუშაობს შეუფერხებლად. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგება.
იხილეთ: მამაკაცი, რომელსაც მეტროსადგურ "დიდუბეში" მატარებელი დაეჯახა, გარდაიცვალა