მიმდინარე წლის იანვარში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა. კერძოდ, 2019 წლის იანვარში, ისევე როგორც გასული წლის ამავე პერიოდში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 2 მილიონ 700 ათასი ტონა შეადგინა. სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 500 ათასი მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, იანვარში 26 მილიონ 300 ათასი მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2018 წლის იანვარში კი ეს ციფრი 25 მილიონ 800 ათასი იყო.2019 წლის იანვარში 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, არ შეცვლილა არც საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა და მილიონ 300 ათასი ტონა შეადგინა. ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 8 ათას 79 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარში 42 ათას 664 კონტეინერი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 34 ათას 585 კონტეინერი გადამუშავდა.