მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 300 ათასი ტონით შემცირდა. კერძოდ, 2018 წლის იანვარ-თებერვალში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 5 მილიონ 500 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2017 წლის მონაცემით, 5 მილიონ 800 ათასი ტონა იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 1 მილიონ 300 ათასი მგზავრით გაიზარდა და 52 მილიონ 400 ათასი მგზავრის გადაყვანა მოხდა. ამასთან, 2018 წლის იანვარ-თებერვალში საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ 2 მილიონ 600 ათასი ტონა; ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ კი 65 ათას 646 კონტეინერი შეადგინა.