მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 100 ათასი ტონით შემცირდა. კერძოდ, 2018 წლის იანვარ-ივნისში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 18 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2017 წლის მონაცემით, 18 მილიონ 100 ათასი ტონა იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 4 მილიონ 900 ათასი მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 167 მილიონ 200 ათასი მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2017 წლის იანვარ-ივნისში კი ეს ციფრი 162 მილიონ 300 ათასი იყო.
2018 წლის იანვარ-ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 8 მილიონ 300 ათასი ტონიდან 7 მილიონ 900 ათას ტონამდე შემცირდა. ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 36 ათას 432 ერთეულით გაიზარდა.