2020 წლის იანვარ-ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 300 ათასი ტონით გაიზარდა.
კერძოდ, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 38 მილიონ 400 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 38 მილიონ 100 ათასი ტონა იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2019 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 66 მილიონ 200 ათასი მგზავრით შემცირდა. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ 11 თვეში 306 მილიონ 200 ათასი მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2019 წლის იანვარ-ნოემბერში კი ეს ციფრი 372 მილიონ 400 ათასი იყო.
2020 წლის იანვარ-ნოემბერში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 300 ათასი ტონით შემცირდა და 15 მილიონ 500 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 15 მილიონ 800 ათასი ტონა იყო.ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 134 ათას 170 ერთეულით შემცირდა. კერძოდ, იანვარ-ნოემბერში 454 ათას 034 კონტეინერი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 588 ათას 204 კონტეინერი გადამუშავდა.