მიმდინარე წლის იანვარ-მაისში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 300 ათასი ტონით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-მაისში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 15 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 14 მილიონ 700 ათასი ტონა იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 4 მილიონ 500 ათასი მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-მაისში 147 მილიონი მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2018 წლის იანვარ-მაისში კი ეს ციფრი 142 მილიონ 500 ათასი იყო.
2019 წლის იანვარ-მაისში 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 200 ათასი ტონით გაიზარდა და 6 მილიონ 700 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 6 მილიონ 500 ათასი ტონა იყო.
ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 60 ათას 27 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 232 ათას 160 კონტეინერი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 172 ათას 133 კონტეინერი გადამუშავდა.