მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 200 ათასი ტონით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-მარტში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 8 მილიონ 600 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 8 მილიონ 400 ათასი ტონა იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 2 მილიონ 400 ათასი მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-მარტში 84 მილიონ 700 ათასი მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2018 წლის იანვარ-მარტში კი ეს ციფრი 82 მილიონ 300 ათასი იყო.
2019 წლის იანვარ-მარტში 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 400 ათასი ტონით გაიზარდა და 4 მილიონ 200 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 3 მილიონ 800 ათასი ტონა იყო.
ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 33 ათას 224 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 132 ათას 898 კონტეინერი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 99 ათას 674 კონტეინერი გადამუშავდა.