ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, უკანასკნელ დღეს კი არაერთი საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა. ყველაზე საინტერესო ინტერის აწ უკვე ყოფილი ფორვარდის, მაურო იკარდის ტრანსფერი გახდა, რომელმაც საფრანგეთის დედაქალაქს მიაშურა და პარიზ სენ ჟერმენის რიგებში იჯარის წესით ჩაირიცხა. ფრანგულ კლუბს მომავალი წლის ზაფხულში არგენტინელის კონტრაქტის გამოსყიდვა 70 მილიონად შეეძლება.
სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი იტალიის დედაქალაქში გადაბარდგა და რომას ღირსებას დაიცავს. მისი ერთსეზონიანი იჯარა იტალიურ კლუბს 3 მილიონი ევრო დაუჯდება. 30 წლის მხითარიანი მანჩესტერდან არსენალში 2018 წლის იანვარში გადავიდა, და 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 პასი მიითვალა.
„მონაკოს“ აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო „გალათასარაიში“ ითამაშებს.კოლუმბიელმა „ლომებთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში ანაზღაურების სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს.33 წლის ფალკაო „მონაკოში“ 2013 წლიდან თამაშობდა და 140 მატჩში 83 გოლი გაიტანა.
პარიზ სენ ჟერმენმა და მადრიდის რეალმა მეკარეები გაცვალეს. რეალმა 32 წლის კეილორ ნავასი საფრანგეთში გაუშვა, რომელსაც პსჟ-მ 2023 წლამდე კონტრაქტი გაუფორმა, ხოლო სანაცვლოდ სამეფო კლუბმა ერთწლიანი იჯარით ალფონსო არეოლა მიიღო. 26 წლის არეოლა პსჟ-ის აღზრდილია და ადრე "ვილიარეალში" იყო განათხოვრებული.