მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების თეორიული და პრაქტიკული კურსი დასრულდა, რის შემდეგაც, სატყეო სპეციალობის 26 კურსდამთავრებული, ახმეტასა და დედოფლისწყაროში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდება.
ქვეყანაში ტყის ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის საჭირო კვალიფიციური კადრის სიმცირის გამო, გასულ წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, მომზადდა მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების სამთვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, სატყეო სექტორში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მომზადება რჩება. მათივე ინფორმაციით, სატყეო საქმის სპეციალისტების გადამზადება და დასაქმება ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე, სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.