გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა საგარეჯოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, სამართალდამრღვევმა სოფელ კოჯბაანში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, 8 კუბურ მეტრამდე წიფელას სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.„სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილი დალუქეს. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. “,- აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.