ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურის სატყეო უბანზე ადგილობრივმა სამართალდამრღვევმა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან უკანონოდ მოიპოვა 7 მ3 წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც ახორციელებდა მაღალი გამავლობის ავტომობილით.