სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ მედიის წარმომადგენლებს უწყების საქმიანობის ანგარიში გააცნო. გვაზავამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, უკანონო ტყით სარგებლობის შემცირება და ჩრდილოვანი ბიზნესის ლეგალიზაცია, ხე-ტყის ლეგალური ბაზრის ჩამოყალიბება და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა აქტიურად გაგრძელდება. ასევე, დგინდება ტყის ახალი განმარტება და კატეგორიზაციის სრულიად ახლებური წესი. კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარი სიახლე საქართველოში ტყეზე საკუთრების ახალი ფორმების შემოღებაა.